LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის საკმარისი მოკლული ქალის მკვლელის დასჯა.. მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს და ეს არის მთავარი პრობლემა: იდა ბახტურიძე

232
BeFunky-collage (3)

„ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების მთელი ტვირთი ძირითადად ჩამოკიდებულია ძალოვან უწყებებზე და ეს არის მთავარი შეცდომა“, – ამის შესახებ ორგანიზაციის “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოს“ წარმომადგენელმა, იდა ბახტურიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა არ ამართლებს და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ამ დანაშაულის პრევენციაზე იზრუნოს.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

„ეს უფრო ფართო და კომპლექსური პრობლემაა და მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა გადაწყვეტს ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, ამ პრობლემას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ მოაგვარებს.

ერთია, რომ უკვე მოკლული ქალის მკვლელი დასაჯო, მაგრამ მეორეა, რას აკეთებს სახელმწიფო პრევენციისთვის.

სწორედ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს და ეს არის მთავარი პრობლემა. ყველა უწყებას უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი როლი ამ პროცესში. მათ შორის, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს – ეს ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია ამ პროცესში.

განათლების სამინისტრო საერთოდ არ მუშაობს მომავალ თაობასთან ამ საკითხებზე, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე. ცნობიერების პრობლემებიდან მომდინარეობს გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლის შედეგად დგება ასეთი ფატალურ შემთხვევები, ამიტომ, არ შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებული იყოს მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული. უნდა ვიმუშაოთ მოძალადის ქცევის კორექციაზე. ერთია დასაჯე, ჩასვი ციხეში და მეორეა, გამოდის ციხიდან და რა აქვს გააზრებული, მიხვდა თუ არა რა დააშავა და რისთვის მოიხადა სასჯელი.

ასევე, პრობლემაა, რომ ქალებს არ ვაძლიერებთ ეკონომიკურად.

არ არსებობს სახელმწიფოში პროგრამები, რომელიც ამ ქალებს რეალურ დამოუკიდებლობას მოუტანს. სწორედ იმიტომ არის უმრავლესი შემთხვევები, როდესაც ქალები თავშესაფრიდან პირდაპირ მოძალადის სახლში ბრუნდებიან. მათ არჩევანი აქვთ მხოლოდ ქუჩასა და მოძალადის სახლს შორის, სახელმწიფო სხვა არჩევანს არ სთავაზობს.

რომ გავყვეთ არ დასრულდება პრობლემების ჩამონათვალი, რას ვერ აკეთებს სახელმწიფო სწორად. არ არის საკმარისი მხოლოდ მოკლული ქალის მკვლელის დასჯა, არც მოძალადე კაცის ციხეში ჩასმა, ეს უნდა გაიაზროს ყველამ, ვინც დღეს მართავს ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკას“, – განაცხადა იდა ბახტურიძემ.

„ვინ ეტყვის ხალხს, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი? ვინ გაიაზრებს, რომ 17 მაისი ძალადობის დღეა, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღე დაარქვეს ფარისევლებმა?“ – ბაია პატარაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები