“არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ” – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ გირაოსგადახდას არ აპირებს.
ცოტა ხნის წინ მელიამ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ დიდ პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როდესაც ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის, სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კობახიძე-გავრილოვის სახელს წარმოადგენს, ეს ყველა ინსტიტუტი კი ბიძინა ივანიშვილის “ჯიბეშია”, არ აქვს მორალური უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამ სიყალბესა და ფარსში.
დაუმძიმდება თუ არა აღკვეთის ღონისძიება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი: მდინარაძე ნიკა მელიაზე
შეგახენებთ, ნიკა მელია დაბარებულია პროკურატურაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით.
პროკურატურა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.