LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გვრჩება სახლში ჯდომის მორალური უფლება…ჩვენი საერთო მომავალი არის გადასარჩენი“ – 20 ივნისს დაგეგმილ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან

111
123

20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციას, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან.

სტუდენტებო, წინ ევროპისკენ! გენაცვალეთ: ლადო აფხაზავა

„დღეს, ისე როგორც არასდროს, ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე – წავალთ დასავლეთისკენ და დავუბრუნდებით ჩვენს ცივილიზაციურ აკვანს, თუ კვლავ აღმოვჩნდებით რუსული იმპერიის მარწუხებში.

ჩვენი წინაპრების მკაფიო არჩევანი, ჩვენი ევროპული მომავალი, საფრთხის წინაშეა.

ამ სიტუაციაში ახალგაზრდებს არ გვრჩება სახლში ჯდომის მორალური უფლება. ჩვენი საერთო მომავალი არის დასაცავი და გადასარჩენი“, – წერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, აქციას უერთდებიან თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯიპას, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g