პედიატრი თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელში ზაფხულის ყველაზე აქტუალურ თემაზე, ბავშვებში ნაწლავურ ინფექციებზე საუბრობს. ცნობილი პედიატრი ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. „ფორტუნა“ გთავაზობთ ამონარიდს მისი ამ ლაივ-ჩართვიდან:

„ზაფხულის ინფექციები მეტწილად ასოცირებულია ნაწლავურ ინფექციებთან, როგორც ვირუსულ, ასევე ბაქტერიულ და პარაზიტულ ინფექციებთან. თუმცა იგივე გრიპიც შეიძლება შეგხვდეს ზაფხულის სეზონზე, მიუხედავად იმისია, რომ მას თავისი სეზონურობა ახასიათებს.

რაც ეხება ნაწლავურ ინფექციებს, მინდა ავღნიშნო, რომ ელექტროლიტები აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით უნდა დაინიშნოს. თუ ისინი არ გვაქვს, შეიძლება ბავშვს შევთავაზოთ მარიალიანი ჩხირები, რაც აუცილებლად მოაწყურებს წყალს და ამის შემდეგ ის მიიღებს დიდი ოდენობით სითხეს. სახლის პირობებში 1 ჭიქა წყალზე 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და ლიმონი, ესეც დროებით სარეჰიდრაციო ხსნარია. რაც ეხება კვებით ტოქსიკოინფექციას, მათი ძირითადი გამომწვევები სტაფილოკოკია. ამიტომ მნიშვნელოვანია ზაფხულის პერიოდში მომზადებული ნებისმიერი საკვები თერმულ პირობებში იყოს შენახული. ის უნდა ინახებოდეს 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში. მაქსიმალურუად თავიდან უნდა ავირიდოთ სხვადასხვა ტიპის საკონდიტრო ნაწარმი, მაგალითად ისეთი, რომელიც შეიცავს კრემს. ეს კრემიც მზადდება კარაქზე და ამ პროდუქტში ადვილად მრავლდება ბაქტერიები. ასევე ყველას მოგცემდით რჩევას, არასოდეს არ შეიძინოთ პროდუქტი ავტომაგისტრალებზე.  ზოგადად, პროდუქტი ნახევარი საათი, მინიმუმ 20 წუთი აუცილებლად უნდა იდგეს გამდინარე წყლის ქვეშ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკის ბავშვებში. თუ არ გვაქვს გარეცხვის დრო და შესაძლებლობა, ამას ჯობია შევიძინოთ ქარხნული წარმოების ხილფაფები და პიურეები.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05