“დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია “ტვ პირველთან” დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს.
“სოლიდარობა და მხარდაჭერა ტვ1-ს და ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც პირადი რისკის ფასად დაუპირისპირდა სისტემას და კონკრეტული საფრთხეების მიუხედავად ამხილა დანაშაული. სასამართლოს გადაწყვეტილება და პროკურატურის მოთხოვნა შინაარსისგან დაცლილია და ფაქტობრივად აუქმებს ჟურნალისტიკას ამ ქვეყანაში. არ შევეგუებით!”, — წერს ხოშტარია ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, პროკურატურა “ტვ პირველისგან” კერძო საუბრების ამსახველი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს.
გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებამხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით“ დაიწყო.
პროკურატურა “ტვ პირველისგან” კერძო საუბრების ამსახველი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს.
ამავე თემაზე:
ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – მედიაკოალიცია
არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს
“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა