LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე: ნოდარ მელაძე

178
FORTUNA.GE- (2)

“ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე ოფიციალური სასამართლოს განჩინებით. ” – ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას აქვს უფლება, ტელევიზიიდან მასალები ამოიღოს.

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავსგანვითარებულ

ნოდარ მელაძემ იმ განჩინებაზე ისაუბრა, რომელშიც ითხოვენ კონვერტს და ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც ჩაწერილი იყო ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოყენებული აუდიოფაილები.

“ამ განჩინებით დგინდება, რომ მათი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს ჟურნალისტური გამოძიება და სავარაუდო მძიმე დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებები და მათი ინტერესია მხოლოდ ის, რომ როგორმე დაადგინონ იმ წყაროს ვინაობა, რომელმაც მედიას მიაწოდა ასეთი მნიშვნელოვანი მასალა.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება გადავიდა ახალ ეტაპზე, როდესაც ჟურნალისტების დასჯის საგანს წარმოადგენს უკვე ტელევიზიებში შესვლა, მუშაობის პარალიზება, ჟურნალისტების დასაშინებლად მათი სამუშაო სივრციდან ალბათ კომპიუტერების ამოღება ან ა. შ, რომ მედიამ ვეღარ მოახერხოს ფიზიკურად ოპერირება.” – თქვა ნოდარ მელაძემ.

პოპულალურები