LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს: უგულავა ტვ პირველსა და პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

68
FORTUNA.GE- (1)

“თუ გავითვალისწინებთ რა პათოსით ისხდნენ წითელი-ქოც ელიტა იმედის ეთერში, გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს.” – ამ განცხადებით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას უფლება ეძლევა ტვ პირველიდან მასალები ამოიღოს.

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

უგულავა ამბობს, რომ რუსული ტიპის სახელწიფოსკენ სვლა დაჩქარდა. ამ გზაზე კი მთავარი წინაღობა დღეს თავისუფალი მედიაა:

“არ შევალ ლეგალურ რუტინაში. პროკურატურა და სასამართლო დიდი ხანია გასულია სამართლებრივი სივრციდან. მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია.

თუ გავითვალისწინებთ, რა პათოსით ისხდნენ წითელი-ქოც ელიტა იმედის ეთერში, გამორიცხული არაა თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა.“ – აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, სასამრთლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტვ პირველს კი გადასცეს განჩინება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები