LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ უნდა შევქმნათ ფუჭი მოლოდინები და გავალამაზოთ რეალობა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად – გახარია

1494
Untitled

“ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით:

„მსოფლიო გლობალურ გამოწვევას ებრძვის, ეს გარკვეულწილად თავისებური ომია. აქ თითოეულ სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა, ამ გამოწვევას უპასუხოს და მოიქცეს პასუხისმგებლიანად. დღემდე ჩვენ ვმოქმედებდით ვირუსის გავრცელების შეჩერების რეჟიმში. ვგულისხმობთ პირველ რიგში იმპორტირებულ გავრცელებას. უწყებათაშორისი საბჭო შევქმენით 28 იანვარს, მაშინ ჯერ კიდევ ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა. 26 თებერვალს შემოიტანა პირველად ირანიდან შემოსულმა მოქალაქემ ეს ვირუსი და შემდეგ გაჩნდა რამდენიმე კლასტერი, იტალიური, ესპანური თუ სხვა. რა სხვაობაა გუშინდელ და გუშინდელს შორის, თუ აქამდე ვებრძოდით იმპორტირებულ შემთხვევებს, დღეს გვაქვს შიდა გავრცელების რისკი, შესაბამისად, სხვა მოთხოვნებია ჯანდაცვის სისტემასთან, სხვა მენეჯმენტი და სხვა რეჟიმია ჩასართავი. ჩვენ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით. როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ჩვენი ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს  გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად, არ უნდა შევუქმნათ ფუჭი მოლოდინები და არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შიდა გავრცელება ნიშნავს, რომ არსებობს გავრცელების რისკი, თუ დღეს მაგალითად გვაქვს 35 შემთხვევა ინფიცირებული მოქალაქეების, ეს ციფრი გაიზრდება გეომეტრიულად, ეს სულ სხვა რეალობაა, შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც მთავრობას უნდა ჰქონდეს, იქნება ბევრად უფრო მკაცრი“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები