LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ღამის კლუბების ფუნქციონირება შეზღუდულია – შრომის ინსპექცია

65
5fd736a96c934

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, კლუბ „ხიდის“ დაჯარიმებისა და დალუქვის გადაწყვეტილება განმარტა.

„მაღალი რისკიდან გამომდინარე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ღამის კლუბების ფუნქციონირება შეზღუდულია. ეს არაა ქართული ფენომენი, მთელი მსოფლიო ამ რეალობის წინაშე დგას. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში, აქტიურად დავიწყეთ სექტორთან მოლაპარაკება, უსაფრთხოების პროტოკოლის დამატებითი ზომების შემუშავებასთან დაკავშირებით. სექტორის აღდგენასთან ერთად, ეს გულისხმობს მეტ უსაფრთხოებას. სწორედ ამ მოლაპარაკების რეჟიმში ვიყავით ჩვენ. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა ობიექტმა, რეგულაციების დარღვევით, დააანონსა და მოაწყო ღონისძიება, რომელიც, ეპიდემიოლოგიურად, გაუმართლებელი იყო“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები