LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა პირველია, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, რაც მათ უნდათ – ჩხაიძე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანაზე

196
ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ფორტუნასთან“ საუბარში არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

„ვინ რას ავრცელებს, მე ხომ არ ვარ ამაზე პასუხისმგებელი? არა პირველია, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, რაც მათ უნდათ. ამაზე კომენტირებისთვის დროს ნუ დამაკარგვინებთ“. – განაცხადა ჩხაიძემ ფორტუნასთან საუბარში.

მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ.

ნინო ნადირაძე: „მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაგვიყვანია, თუ დავაპირებთ, გაგაგებინებთ“

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ.

„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა.. ამ წუთებში, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, მზადდება რეანიმაციული პალატა“, – თქვა გიორგი ჩალაძემ ჟურნალისტებთან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები