LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან: სუსი

59
Untitled design (2)

“2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ, ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე.” – ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 5 წელი გავიდა, ამ თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს: ღარიბაშვილი

სუს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა შემთხვევამ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო უკიდურესად დააზიანა და ოკუპაციის მძიმე შედეგები კიდევ ერთხელ წარმოჩინა.

“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს იყენებს, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.” – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ოთხოზორია ოკუპაციის სისასტიკის და უსამართლობის მსხვერპლია, ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ: ახვლედიანი

შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 5 წელი გავიდა. 30 წლის ოთხოზორია ხურჩაში 2017 წლის 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს.

magti 5g