LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფერია ახლო კადრზე საშინელი, როცა სახეს იღებ ნიკაპიდან შუბლამდე – სტივენ სპილბერგის ცნობილი გამონათქვამები

6759
ჯორჯ მაიკლი

მრავალრიცხოვანი ბლოქბასტერების ავტორი სპილბერგი არა მხოლოდ ორი „ოსკარის“ მფლობელია, არამედ ჰოლივუდის კომერციულად ყველაზე წარმატებული რეჟისორის ტიტულსაც ამაყად ატარებს.

fortuna.ge გთავაზობთ სტივენ სპილბერგის ფრაზებს:

  • ყველა მიყვარს, ვისი მსჯელობა კონოთეატრში პოპკორნის ჭამას სცდება.
  • თვეში ერთხელ თითქოს ცა მეცემა თავზე. სწორედ ამ მომენტში ვხდავ ფილმს, რომელსაც მომავალში გადავიღებ. თუმცა, გადაღებების დაწყებამდე აუცილებლად ვნახულობ ოთხ ფილმს: „შვიდ სამუმურაის“, „ლოურენს არაბს“, „ეს მშვენიერი ცხოვრება“ და „ძიებაში“.
  • წარმოიდგინეთ რამდენიმე ათეული ადამიანი დარბის თქვენს გარშემო. ყველა საკუთარ საქმეს აკეთებს, ცდილობს პარტნიორის გამოფხიზლებას, ხელიდან უვარდება ნივთები, უშვებს შეცდომებს, ტირის ამ შეცდომებზე, კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, იკეტება საგრიმიოროში, სვამს ძვირადღირებულ ყავას და უაზროდ ხარჯავს ფულს, თქვენ კი უბრალოდ ზიხართ, იცინით და საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ სწორედ ესაა კინობიზნესი, რადგან თუ ამ ბრჭყვიალა მათრობელა სამყაროს გულთან ახლოს მიიტანთ, აუცილებლად შეიშლებით.
  • ტელევიზიამ ერთადერთი სიბრძნე მასწავლა – არაფერია ახლო კადრზე საშინელი, როცა სახეს იღებ ნიკაპიდან შუბლამდე.
  • ადამიანებს აღარ აკმაყოფილებთ ახალი ამბების ყურება, ახლა მათ ახალ ამბებში მონაწილეობა უნდათ. დღეს ნებისმიერს შეუძლია მსხვილი საინფორმაციო ბომბის აფეთქება, მთავარია ზნეობას თქვას უარი და ყველაზე უღირსი საქციელი ჩაიდინოს.
  • ზოგიერთი ძალიან გულუბრყვილოა. ჯორჯიელი ქალები მახსენდება, რომლებიც ირწმუნებოდნენ, თითქოს უცხოპლანეტელებთან ჰქონდათ კავშირი. ჰყვებიან მანათობელ ობიექტებზე, საიდანაც უზარმაზარი ადამიანები გადმოვიდნენ და თვითონ უთხრეს, რომ სხვა პლანეტიდან არიან.
  • 10 წლის ასაკში მშობლები ტელევიზორის ყურებას მიკრძალავდნენ. ეკრანზე ქსოვილს აფარებდნენ და უამრავ ნივთს აწყობდნენ. ზუსტად იცოდნენ ყველას განლაგება, რათა შეემოწმებინათ ვცადე თუ არა ტელევიზორის ყურება. თუმცა მეც ზუსტად დავიმახსოვრე მათი განლაგება და ყოველთვის ვასწრებდი მშობლების მოსვლამდე ყველაფრის თავის ადგილას დაბრუნებას.
  • ძალიან მინდა, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე ნამდვილ სიყვარულზე ფილმის გადაღება. ამასთანავე, ვოცნებობ ძველმოდური მიუზიკლის დადგმას, სადაც ცოტას ილაპარაკებენ, ბევრს იმღერებენ და იცეკვებენ.
  • სიქველის გადაღებისას ნურასდროს აქცევთ ხელოვნებას მეცნიერებად.
  • არ ვსვამ ყავას, არ მიყვარს ალკოჰოლი, არ ვეწევი და არ მოვიხმარ ნარკოტიკებს. ჩემი ერთადერთი სისუსტე – ფრჩხილების კვნეტაა.