LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, ვინც ყოველთვის სამართლიანად იქცევა, ნაკლებად ჰყავს მეგობრები“ – ორჰან ფამუქის ცნობილი გამონათქვამები

295
ორჰან ფამუქი

თანამედროვე თურქი მწერალი, სცენარისტი და საზოგადო მოღვაწე ორჰან ფამუქი , რომელმაც ოჯახური საგის „ჯევდეტ ბეის და მისი ვაჟიშვილების“ წყალობით გაითქვა სახელი, რამდენიმე ნაციონალური და საერთაშორისო პრემიის მფლობელია, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ჩათვლით.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ორჰან ფამუქის ცნობილ გამონათქვამებს:

იმედი გაიძულებს იცოცხლო, იმედი არ გაძლევს დანებების უფლებას.

ადამიანი, რომელსაც ჩახუტება შეუძლია – კარგი ადამიანია.

ხშირად ორი ადამიანის მდუმარე დიალოგი უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე ხმამაღალი საუბარი.

როგორც არ უნდა გიყვარდეს, სახე, რომელსაც დიდხანს ვერ ხედავ, ნელ-ნელა ფერმკრთალდება და ბოლოს საერთოდ ქრება.

იმისთვის, რომ დაინახო როგორ შეიცვალა სამყარო, თვითონ უნდა გახდე სხვანაირი.

ან სიყვარული აბრიყვებს ადამიანს, ან მხოლოდ ბრიყვებს შეუძლიათ სიყვარული, რადგან ჭკვიანი და გონიერი არასდროს გაეხვევა შარში და არ აიტკივებს აუტკივარ თავს.

ნებისმიერი მხოლოდ საკუთარ ბედნიერებას იცავს და ხშირად სხვისი ბედნიერების ხარჯზე.

მოიქცე ყოველთვის სწორად, არ ნიშნავს იყო ყოველთვის მართალი.

სამსახურში შეძენილი მეგობრები ვერასდროს გახდებიან მეგობრები ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მხოლოდ მისთვის იმეტებ ყველაზე ძვირფასს, ვინც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს და არაფერს ითხოვ სანაცვლოდ.

სიკვდილი – სასოწარკვეთაა, როცა ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს და სულერთი ხდება.

ზოგიერთი ისე კარგად მალავს საკუთარ ტკივილს, რომ ყველას მისი ბედნიერების შურს.

როცა სულ სხვის კეთილგანწყობას ეძებ, საბოლოოდ საკუთარ თავს კარგავ.

ის, ვინც ყოველთვის სამართლიანად იქცევა, ნაკლებად ჰყავს მეგობრები.

სიყვარულია… სიყვარულია მორჩილება და სიყვარულია შეყვარების მიზეზი. სიყვარულია მოსმენა და სიყვარულია გაგება. სიყვარულია მუსიკა და სიყვარულია მადლიერება. სიყვარულია  სინანული და სიყვარულია ნაღვლიანი ლექსი. სიყვარულია, როცა სარკეში იხედები და მას ხედავ. სიყვარულია ცარიელი სიტყვა და სიყვარულია უთქმელი გრძნობა. სიყვარულია  ცრემლი და სიყვარულია მოლოდინი. სიყვარულია მთელი სამყარო და მთელი სამყარო ერთ ადამიანში. სიყვარულია წყევლა და სიყვარულია წყალობა. სიყვარულია ოცნება და სიყვარულია ის, ამ ოცნებაში.