LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არაფერია ისე დამანგრეველი, როგორც ფულის თაყვანისცემა” – ენდრიუ კარნეგის ცნობილი გამონათქვამები

3695
ჯორჯ მაიკლი

შოტლანდიიდან ემიგრირებულმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მეწარმემ ენდრიუ კარნეგიმ არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესიმპერია Carnegie Steel შექმნა და დიდი ხნით განსაზღვრა ფოლადის მრეწველობა, არამედ უმსხვილესი ფილანტროპის სახელი დაიმკვიდრა, რადგან კულტურისა და მეცნიერების გულშემატკივარმა ორი უნივერსიტეტი დააარსა და 3 ათასამდე ბიბლიოთეკა დააფინანსა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

ის, ვისაც საკუთარი თავის მოტივირება არ შეუძლია, იძულებულია ერთფეროვანი ყოველდღიურობით დაკმაყოფილდეს, რამდენად შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს მისი ნიჭი.

ვერასდროს იქნება ადამიანი წარმატებული, რომელიც არასდროს აკეთებს იმას, რასაც ავალებენ ან მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც ავალებენ.

დახმარება თუ გინდა, მას დაეხმარე, ვისაც თვითონ შეუძლია საკუთარი თავის დახმარება.

ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად ვინტერესდები, რას ამბობენ ადამიანები და სულ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ მათ ქცევას.

კაპიტალის დაგროვების მანია – კერპთაყვანისმცემლობის ყველაზე ცუდი ფორმაა. რადგან არაფერია ისე დამანგრეველი, როგორც ფულის თაყვანისცემა.

ის, ვისაც შეგნება აქვს და საკუთარ ცნობიერს ფლობს, მთელ სამყაროს შეუძლია დაეპატრონოს.

მდიდარი ადამიანის ვალია – უარი თქვას ქედმაღლობაზე და თავმდაბლობის მაგალითად იქცეს სხვისთვის.

თუ რაიმეს მოპოვების სურვილია ძლიერი, მაშინ საქმეში მიზიდულობის ძალა ერთვება.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ სწორედ წვრილმანებშია ჭეშმარიტება.

ჭკვიანი ადამიანი ყოველთვის თავდაჯერებული ოპტიმისტია.

ნურასდროს დაიმშვიდებ თავს, რომ ვალი მოიხადე და ახლა თავისუფალი ხარ.

ის, ვინც სწრაფად მდიდრდება, სწრაფადვე კარგავს მთელ ქონებას.

ვერასდროს გახდება ლიდერი ის, ვისაც ყველაფრის მარტო კეთება უნდა და სხვის მიღწევას საკუთარ დამსახურებად ასაღებს.