LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არანაირი რუსული ცენტრი არ გახსნილა” – აბაშიძე ინფორმაციას უარყოფს

131
68

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმადგენელი ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნას არ ადასტურებს.

“შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ინტერესების დეპარტამენტში არანაირი რუსული ცენტრი არ გახსნილა, არც სხვაგან. შეგიძლიათ თავადაც გადამოწმოთ“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს დედაქალაქში რუსეთის საელჩოსთან რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა, თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა.

თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა: რა არის და სად არის ეს ცენტრი

შეგახსენებთ, რომ პირველად აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა გრიგორი კარასინმა გაავრცელა. მან 2019 წლის 29 ნოემბერს ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნებოდა.