LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არას­დროს ვე­კა­მა­თე­ბი ან­ტი­ვაქ­სე­რებს, თა­ვი­ან­თი უბე­დუ­რე­ბა ეყო­ფათ: იმნაძე

2047
პაატა იმნაძე

“არას­დროს ვე­კა­მა­თე­ბი ან­ტი­ვაქ­სე­რებს, თა­ვი­ან­თი უბე­დუ­რე­ბა ეყო­ფათ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი პრო­ფე­სი­ის ექი­მე­ბი მათ­თან უძ­ლუ­რი არი­ან, სხვა პრო­ფე­სი­ის ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ “პალიტრანიუსთან” საუბრის დროს განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის ან­კეს­ზე ეგე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ის, ვი­საც სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა არ აქვს:

“თქვენ გგო­ნი­ათ, ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბა მხო­ლოდ ის არის, რომ ვი­ღა­ცას ასე სჯე­რა? ბევ­რი მათ­გა­ნი სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან იმარ­თე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნე­სია. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია კვლე­ვე­ბი, თუ რო­გორ ცდი­ლობს ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ჩა­მოგ­დე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის ან­კეს­ზე ეგე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა არ გა­აჩ­ნია…

ამიტომ მნიშვნელოვანია მედიის დახმარება, საზოგადოების ინფორმირება. მიუხედავად ანტივაქსერების ისტერიკისა, მილიონამდე ადამიანი აიცრა.

თუ დააკვირდებით, როცა წერენ, მეზობლის ბიძაშვილის ქვისლის ახლობლის მამიდაშვილი ორჯერ აიცრა და გარდაიცვალაო, არასდროს ამბობენ, კონკრეტულად ვინ იყო ეს ადამიანი. სულ ვთხოვ, მომეცით მონაცემები, ვინ გარდაიცვალა-მეთქი. ჩვენ ხომ სრული ბაზა გვაქვს აცრილებისაც, გარდაცვლილებისაც – მაგრამ ვერ მეუბნებიან… სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული­ ვართ შესაძლებლობას, რომ ასეთებს მედიაში ვუპასუხოთ.” – განაცხადა იმნაძემ “პალიტრანიუსთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები