LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არასრულწლოვანზე ზეწოლას მინიმუმ სამი თანამშრომელი ახორციელებდა” – საია პოლიციელების ვინაობის დადგენას ითხოვს

885
BeFunky-collage (1)

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესების დამცველია. ორგანიზაციამ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. საიას ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ განაცხადა, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ახალი გარემოებები გამოიკვეთა. მისი თქმით, არასრულწლოვანზე ზეწოლას საგამოძიებო ორგანოს სხვა თანამშრომლებიც ახორციელებდნენ.

“გამოკითხულია მოწმეები, დაკავებულია ერთი გამომძიებელი, საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არაა. არასრულწლოვანი მშობლის გარეშე რამდენჯერმე დარჩა, ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა განყოფილების მოადგილე. შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე ზეწოლის ფაქტს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს და მის მოადგილეს ნინო ცაციაშვილს. საია მოითხოვს, რომ მათ დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები.

საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს, ჩატარდეს იმ პოლიციელების ვინაობის დასადგენად, რომლებიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ ლუკა სირაძეზე”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

 

magti 5g