საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის, თუ ადამიანს აქვს დანაშაული, კანონის ფარგლებში ყველას უწევს პასუხისგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარისას აღნიშნა.
მისივე თქმით, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა.
უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.
გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს - ყოფილ მერს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ამასთან კალაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები თუ ვერ მოხერხდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით. მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში, ეს პირველ რიგში ქვეყნის იმიჯს აზარალებს.
სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის – ადამ კიზინგერი უგულავას დაკავებაზე
გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სხვა პირებთან ერთად პარტიული ინტერესებისთვის “თბილისის განვითარების ფონდიდან” დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.