დღეს, საღამოს რვა საათზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქციის, სახელწოდებით “თავისუფლებისთვის” ორგანიზატორთა შორის არიან პოლიტიკური პარტიები, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “ევროპული საქართველო”, პოლიტიკური მოძრაობა “დროა”
“თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას, თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ საკუთარ თავს, საკუთარ შვილებს, საკუთარ ცხოვრებას და დამოუკიდებლობის წლებში მოპოვებულ მცირედ თავისუფლებას, ხვალ ამას ვეღარ მოვახერხებთ – ქალაქის ქუჩებში მობოგინე საპატრიარქო-ოცნების კოალიცია ჩაგვყლაპავს!
გამოდით დღეს, 20:00 საათზე რუსთაველზე, ვაჩვენოთ მათ, რომ ბევრნი ვართ, ბევრნი ვართ ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი არ გვძულს!” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
აქციის შესახებ განცხადება გააკეთა ზურა ჯაფარიძემ. მისი თქმით გუშინ განვითარებული მოვლენები ქვეყნისთვის კატასტროფაა.
არც მიტინგი იქნება არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი, არც მუსიკა, უბრალოდ, გამოდით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.