LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებს საფრთხე არ შეექმნება: არ გადავეხვიოთ ერთმანეთს, დავიცვათ წესები და სომხეთსაც დავეხმაროთ – ამირან გამყრელიძე

92
amirangamkrelidzeer-750x415

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ნებისმიერი დიდი თავყრილობა არის რისკის შემცველი, მაგრამ თუ იქნება დაცული პირობები – ორმეტრიანი დისტანცია, პირბადეების გამოყენება და არსებული რეკომენდაციები, ყველაფერი შესაძლებელია. ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში, ოპოზიციის მიერ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პანდემიამ გარკვეულ წესებს მიგვაჩვია, რაც უკვე ტრადიცია გახდა. გამყრელიძე აცხადებს, რომ აქვს ინფორმაციები წესების დარღვევაზე, ამიტომ ის მოუწოდებს მოქალაქეებს ვირუსის წინააღმდეგ გამოიყენონ ის “იარაღი”, რასაც დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება ჰქვია.

კოვიდის პრევენციულ წესებზე

„ხაზს ვუსვამ, ეს უნდა მოხდეს არა ისე, როგორც ჩვენ მივდივართ აქციებზე და ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით, ვეხვევით და ა.შ. ეს ყველაფერი დაუშვებელია. კარგა ხნით უნდა გადავეჩვიოთ ამას. ახლა რომ ვხვდებით ერთმანეთს, ხელს ხომ აღარ ვართმევთ? მუშტით ვადებთ ერთმანეთს ხელს. ხომ მივეჩვიეთ ამას? ასევე, ძალიან გვიჭირს ჩვენი ტრადიციული დღესასწაულების და, ასე ვთქვათ, სადღესასწაულო დღეების, დიდი დაბადების დღეების, ქორწილების, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ჭირის სუფრებზე უარის თქმა. თუმცა, ამასაც მივეჩვიეთ. ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ სადღაც ირღვევა ხოლმე. ამიტომ, როგორმე უნდა გავიჭირვოთ და გამოვიყენოთ ის მძლავრი იარაღი, რაც ამ დაავადების წინააღმდეგ არსებობს – დისტანცია, პირბადე, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, ვინაიდან ჯერ არც ვაქცინა არაა და არც პირდაპირი მოქმედების წამალი არ არსებობს”.

 

არჩევნების ჩატარებაზე 

„ჩვენი სტრუქტურა საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი შემადგენელია. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს სწორედ ეს საბჭო, ძალიან ბევრი სტრუქტურული ერთეულის რეკომენდაციის საფუძველზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ, საქართველო, ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ისევ ხალხს მოვუწოდებ, ნუ დავარღვევთ იმ რეკომენდაციებს, რასაც ვიძლევით. ამ შემთხვევაში არ იქნება იმის საშიშროება, რომ არჩევნების ჩატარებას საფრთხე შეექმნას. საქართველოში რომ იყოს ისეთი მდგომარეობა, როგორიც ახლა ბრაზილიაშია… ვინმე ბრაზილიაში არჩევნებს ჩაატარებს? ღმერთმა არ ქნას, რაც დღეს ბრაზილიაშია, ის იყოს ჩვენთანაც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღევანდელი სიტუაცია, რაც გვაქვს, დღეში 4-5 მატება და მეტი არა. თუ ასე ვიარეთ, არც არჩევნებს და არც ადამიანების დასვენებას საფრთხე არ შეექმნება.

 

საკარანტინე სივრცეების როლი და მნიშვნელობა პანდემიის პირობებში

„ქვეყანა ძალიან სერიოზულად აკონტროლებს საზღვრებს. ძირითადად, ახლა საქართველოში შემოდიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, სომხეთისა და საქართველოს, ან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც პირდაპირ კარანტინში გადადიან. კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი. მაგალითად, დღევანდელ 8 ახალ პაციენტში 2 კარანტინიდან იყო. ამან ითამაშა სერიოზული პრევენციული როლი ინფექციის შემდგომ არგავრცელებაში.

 

როგორ დავეხმაროთ მეზობელ სომხეთს

„სომხეთი ჩვენი მოძმე, ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. ვიცი, რომ იყო საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, იყო შეთავაზება პირადად ჩვენგან სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის, წერილობითაც, სიტყვიერადაც გამოვხატეთ დახმარების მზაობა. ჩვენ რაც შეგვიძლიადაავადება კონტროლის ცენტრის ფარგლებში, არის შემდეგი: მივეხმაროთ ტესტირებებში, ვთქვათ, მივცეთ ტესტების გარკვეული რაოდენობა, ან იქიდან აღებული ნიმუშები გამოვიკვლიოთ. ერევნიდან თბილისამდე 4 საათის სავალი გზაა. თავისუფლად შეგვიძლია, 24 საათში 1000 ტესტზე, 1000 გამოკვლევაზე მივეხმაროთ. ასევე, მე ვიცი, რომ არის შესაბამისი მზაობა თვითონ ჯანდაცვის უწყებაშიც, ეკონომიკის სამინისტროში, რომელმაც პირბადეებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და საჩუქრად გაგზავნა. ეს მუშაობა ახლაც მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები