LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გამზარდია: პარტიებს პერიოდულად სჭირდებათ შიდა არქიტექტურის შეცვლა

97
1205def4f5f7abf6f597a685897341d5

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების ნაწილის მოთხოვნა შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით ნორმალური პროცესია. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, პარტიებს პერიოდულად სჭირდებათ შიდა არქიტექტურის შეცვლა.

„მე ვთვლი, რომ ეს საკმაოდ ნორმალური პროცესია, იმიტომ რომ პარტიებს პერიოდულად სჭირდებათ შიდა არქიტექტურის შეცვლა, მათი გამოხატულებების და ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება, ვინაიდან ვხედავთ, რომ არ არიან ოპოზიციური პარტიები წარმატებულები.

ყველა პარტია საქართველოში არის ავტოკრატიული. ამ კუთხითაც თუ გაძლიერდება შიდა სტრუქტურული ერთეულები დემოკრატიზაციის ხარისხი გაიზრდება. ვფიქრობ, რომ საინტერესო მომენტია თავად პროცესი, იმედი მაქვს რომ სტანდარტული, ნეგატიური კონფლიქტური, ერთმანეთისადმი დისკრედიტაციული კამპანიები არ იქნება და რეალურად პროცესი ამ პარტიაში წავა ისე, რომ გაუმჯობესების და განახლების შესაძლებლობებს საფუძვლებს შეუქმნის“, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ ფორტუნას ეთერში.

ირაკლი ნადირაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.

ვოლსკი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g