LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ მესტვირიშვილი: ჩვენი მიზანია, ლარში სესხი მიმზიდველ გავხადოთ

112

საბანკო სექტორში მაღალი დოლარიზაცია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მესტვირიშვილის ინფორმაციით, გასულ  წელს სესხების დოლარიზაცია მცირდებოდა და ლარიზაცია იზრდებოდა. ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. თუმცა, რაც შეეხება დეპოზიტებს, წლის მეორე ნახევარში დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა.

”დოლარიზაცია კომპლექსური პრობლემაა და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ჩვენი მიზანია, რომ ლარში სესხი მიმზიდველ გავხადოთ. ბანკს არ უნდა ეშინოდეს ლარის სესხის გაცემა და მსესხებელს არ უნდა ეშინოდეს ლარის სესხის მიღება. მოსახლეობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ფასების სტაბილურობა და კურსის მოკლევადიან სტაბილურობას ჩვენ არ გამოვეკიდებით, რაც სისტემაში მაღალ დოლარიზაციას იწვევს”, – განმარტა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, ეს მიდგომა მომავალში დოლარიზაციის შემცირებას, სავარაუდოდ, დამატებით სტიმულს მისცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები