LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: იმდენი ტყვე გვყავს და ისეთები, თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ

230
BeFunky-collage (7)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განაცხადებით,ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა უკრაინელი პატიმარი გაცვალოს.

მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა “ბევრი საინტერესო პერსონაჟი შეიპყრეს”.

არესტოვიჩის დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ მიანიშნა, რომ ტყვეებს შორის არიან ოფიცრები, მაღალი რანგის სამხედროების ნათესავები და პოლიტიკოსები.

იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, რომლებზეც თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ, ძალიან ღირებული“, – თქვა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 აპრილს გახდა ცნობილი, რომ უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეების მეხუთე გაცვლა მოხდა. სახლში 76 უკრაინელი დაბრუნდა.

სულ მცირე ერთი თვე გაგრძელდება – არესტოვიჩი რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები