LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ მცირე ერთი თვე გაგრძელდება – არესტოვიჩი რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე

119
aleqsei-arestovichi_w_h

სარაკეტო დარტყმები ჩვენს ქალაქებზე ომის ბოლო დღემდე განხორციელდება. ეს სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, უსაფრთხო ადგილი ახლა არ არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

“ჯერ კიდევ ბევრი რაკეტაა. ისინი ძირითადად იყენებენ საჰაერო ბაზირების რაკეტებს, რომლებიც უკრაინამ მათ ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე გადასცა. ამაში მდგომარეობს დიდი ირონია.

ასეთი რაკეტა მათ ჯერ კიდევ ასეულობით აქვთ და იმის გათვალისწინებით, რომ სარაკეტო ზალპში როგორც წესი 5-10 რაკეტაა, შეიძლება დავთვალოთ ჯერ კიდევ რამდენი სარაკეტო ზალპი დარჩათ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ლავროვი: რუსეთი არ აპირებს უკრაინაში რეჟიმის შეცვლას, უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ როგორ იცხოვრონ

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები