ქეით ბლანშეტი გახდა პირველი ბრიტანელი მსახიობი, რომელიც პრესტიჟული ესპანური კინოპრემიის, „გოიას“ გამარჯვებული გახდა. როგორ თავად ოსკაროსანი მსახიობი ამბობს, მან პრიზის მიღებისას მეტყველების უნარიც კი დაკარგა.
ამ დღეს ქეითი ბრწყინავდა „არმანი პრაივის“ ულამაზესი საღამოს კაბით. ეს გახლდათ ვერცხლისფერი კაბა 300 კრისტალით. კაბა სპეციალურად შეიქმნა ბლანშეტისთვის, რომელიც ბრენდის ამბასადორია.