LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არომატი თავდაჯერებული ახალგაზრდებისთვის- WOOD DSQUARED2 უკვე საქართველოშია

945
1

DSQUARED2 – ასე ჰქვია ახალ ბრენდს, რომელიც პარფიუმერულმა კომპანია „ისი–პარიმ“ ქართველ მომხმარებელს წარუდგენა. WOOD-ი კი DSQUARED2-ის ის ჯადოსნური არომატია, რომლის დაგემოვნებაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა, “ისი-პარის” პრეს-ლანჩზე,  თბილისში მდებარე ბუტიკ-სასტუმრო „ფოლკში“  შეძლეს. სწორედ ამ ლოკაციაზე შედგა DSQUARED2-ისა და მისი არომატების პრეზენტაცია.

როგორც „ფორტუნას”„ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, WOOD DSQUARED2-ს არომატები განკუთვნილია თავდაჯერებული ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის.

რაც შეეხება სუნამოს შემადგენლობას, WOOD DSQUARED2 მამაკაცებისთვის შეიცავს შემდეგ ინგრენდიენტებს: კალაბრიული ბერგამოტი, სიცილიური ლიმონი, კარდამონი, ვეტირერი, ამბროქსანის მოლეკულა, მანდარინი, ომბირი, იის ფურცელი, თეთრი მერქანი. ქალბატონების არომატის შემადგენლობა კი ასეთია: სიცილური მანდარინი, ოსმანტუსი, ჟასმინი, ამბროქსანის მოლეკულა, თეთრი მერქანი, შროშანი, მაგნოლია, ჟოლოს ფოთლები, კედარი.

https://www.youtube.com/watch?v=QS2m34EOtxY

განსაკუთრებული და ორიგინალურია სუნამოების შეფუთვაც: WOOD DSQUARED2 მამაკაცებისთვის მუქი შუშითაა წარმოდგენილი, ქალბატონებისთვის კი – ღია გამჭვირვალე შუშით. სუნამოს თავსახური გახლავთ სპეციალური ხის, გამომდინარე სუნამოს სახელწოდებიდან: WOOD.

„2018 წელი ეს იყო DSQUARED2-ის პარფიუმერიისთვის გარდამტეხი, იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ იგი გაერთიანდა ისეთ უდიდეს იტალიურ პარფიუმერულ ოჯახში, როგორიც გახლავთ: Euro Italia. ეს უკანასკნელი მოიცავს ისეთი ცნობილი ბრენდების ლიცენზიას, როგორებიცაა: Versace, Missoni, DSQUARED2 და სხვები. შესაბამისად, იტალიურ პარფიუმერულ ოჯახში გაწევრიანება DSQUARED2-სთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ამ პერიოდში შეიქმნა სწორედ ის ორი ჯადოსნური არომატი, რომელსაც დღეს ვეცნობით: WOOD DSQUARED2 მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის.

მოგეხსენებათ, არომატი, რომლის მატარებელიც ხართ თქვენ, ხაზს უსვამს თქვენს ხასიათს. WOOD-ის ეს ახალი არომატებიც, გახლავთ ის ძლიერი სურნელი, რომელიც გარშემომყოფებს ყველაფერს ამცნობს თქვენ შესახებ. ამ არომატებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოგიცნოთ და გაიგოს თქვენი ხასიათი. სწორედ ასეთი ჯადოსნური სუნამო შექმნა ბრენდმა DSQUARED2-მ“, – აღნიშნა ხატია შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, DSQUARED2-ს ორივე არომატის შექმნაზე პარფიუმერთა საოცარმა ნაკადმა იმუშავა, ესენი არიან: ალბერტო მორილასი, რომელიც უამრავი ბრენდისთვის ქმნის ფანტასტიკურ არომატებს, ასევე მარი სალამანი და დაფი გუპი.

აღსანიშნავია, რომ DSQUARED2-ს ახალი არომატები მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის, სახელწოდებით WOOD, „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში უკვე იყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხება თავად ბრენდს – DSQUARED2:

მისი დამფუძნებლები ტყუპები ძმები: დინ და დენ კეიტონები არიან. ისინი კანადაში დაიბადნენ. 1983 წელს გადავიდნენ ნიუ-იორკში, 1991 წელს კი აისრულეს ოცნება და დაბრუნდნენ იტალიაში, მამის სამშობლოში.

1995  წელს მათ შექმნეს  მამაკაცის ტანსაცმლის პირველი კოლექცია ეტიკეტით- DSQUARED2;

2003 წელს – წარმოადგინეს ქალის ტანსაცმლის პირველი კოლექცია;

2006 წელს – შექმენს პარფიუმერია;

2012 წელს – გამოუშვეს საზღვაო კოსტიუმების და საცვლების კოლექციები;

2013 წელს – ბავშვის ტანსაცმელი.

ბრენდის ფილოსოფია: კონტრასტების თამაში, შთაგონების ძიება კანადურ ფესვებთან კომბინაციაში, იტალიური მიდგომა სამკერვალო და ულტრა მოდის ტენდენციებისადმი.

ბრენდის დევიზი: „იმუშავე გულმოდგინედ, ითამაშე მკაცრად“.

ბრენდის არსი: მუდმივად შექმნას ახალი ტენდენციები, არ დაკარგოს აზარტი და თამაშისადმი სიყვარული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები