LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არომე ბუტიკმა” მომხმარებელს M. Micallef-ის ახალი არომატები წარუდგინა

497
რ

სელექტიური პარფიუმის, ნიშური სუნამოების ბუტიკების ქსელმა „L’Arome Boutique • არომე ბუტიკი“ მომხმარებელს ცნობილი ბრენდის M. Micallef-ის 2 ახალი სუნამო წარუდგინა. ახალი არომატების პრეზენტაციას საქართველოში, თავად ბრენდის დამფუძნებელი მარტინა მიკელეფი დაესწრო.

„ვინც მაღალი ხარისხის სუნამოებს და ფლაკონის ბრწყინვალე შესრულებას აფასებს, ნამდვილად უნდა იცნობდებს ისეთ ადამიანებს, როგორიცაა წყვილი: მარტინა მიკელეფი და ჯეფრი ნიმანი, რომელებმაც დააარსეს აწ უკვე აღიარებული და მსოფლიო მაშტაბით ძალიან პოპულარული პარფიუმერული სახლი  M. Micallef . ეს არის პატარა კომპანია, მაგრამ მისი სუნამოები და ფლაკონები დამსახურებულად მიიჩნევა ხელოვნების ნამდვილ ნამუშებად, რაც მომხმარებელთა სიყვარულით და სპეციალისტების მაღალი შეფასებით ვლინდება. იგი მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში Cote d’Azur-ში დაარსდა, ეს საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და რომანტიული ადგილია. ადგილმდებარეობამ უდიდესი გავლენა იქონია პარფიუმერული სახლის განვითარებაში: ბუნება, სუფთა ჰაერი და სიყვარულით სავსეატმოსფერო გახდა ორი შემოქმედი ადამიანის შთაგობენის წყარო,  რათა შეექმნათ ნამდვილი შედევრები.

მარტინა მიკალეფი ბავშვობიდან ფერწერით იყო გატაცებული. გოგონას ნიჭმა ადრეული ასაკიდან იჩინა თავი, რაც შემდგომ რუჟ დე პარის ხელოვნების სკოლაში განვითარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მარტინა ისევ ხელოვნებაში, თუმცა ცოტა განსხვავებულ სფეროში, აგრძელებს მოღვაწეობას. ის 10 წლის განმავლობაში ფლობდა სილამაზის სახლს ლეგენდარულ კანში, ბიზნესი კი ძალიან წარმატებული იყო. მისი კლიენტები იყვნენ მაღალი საზოგადოება. მარტინა გამოირჩეოდა დახვეწილი გემოვნებით და ფერების აღქმის განსაკუთრებული უნარით, რამაც საკუთარი საქმის ნამდვილ მაგისტრად აქცია. მან ყოველთვის იცოდა, თუ რა უნდა შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის, როგორ შეექმნა მიმზიდველი იმიჯი და უნიკალური სტილი. მთელი მისი თავისუფალი დრო კი მხოლოდ ხელოვნების მიუძღვნა. სიამოვნებით ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, დაკავებული იყო დიზაინით და ქანდაკებთ.

ჯეფრი ნიუმანი დაიბადა ბელგიაში, ბანკირების ოჯახში. მომავალ მეუღლესთან შეხვედრამდე კუწურიე კონსულტაციას უწევდა სუნამოს კომპანიას, რომელიც ჩართული იყო კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისთვის ნედლეულის შესყიდვაში. ჯეფრი ფლობს არა მხოლოდ არომატის, არამედ ადამიანის სულიერი განწყობის აღქმის შესანიშნავ უნარს. რაც ეხმარება თავის საქმეში, პარფიუმერი ქმნის ისეთ კომპოზიტებს, რომლებიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ქმნიან თითოეულ ადამიანზე. Grasse- ში მუშაობისას ჯეფრი მიხვდა, რომ სუნამოები – ეს მისი ცხოვრების საქმეა, მიატოვა სამსახური და თავი სრულიად არაჩვეულებრივ ხელსაქმეს მიეძღვნა .

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მარტინა და ჯეფრი ერთმანეთს კანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში შეხვდნენ. იმ დროისათვის, ორივე თავისუფალი და ახალი სიყვარულის იმედით სავსე იყო. დაქორწინების შემდეგ წყვილმა პარფიუმერული სახლის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ParfumsM.Micallef ეწოდება. ორი შემოქმედის კავშირი შეიძლება უბრალოდ უნიკალურ მოვლენად მივიჩნიოთ.

ასეთი წარმატებული ბრენდის შექმნის საფუძველი პირველ რიგში იყო მგზნებარე სიყვარული და ყოვლისმომცველი ვნება. ასევე უდიდესი გამოცდილება სუნამოების და დიზაინის სფეროში, და დაუოკებელი სურვილი, საკუთარი გრძნობების შესანიშნავ კომპოზიციებში გადმოცემის. 1997 წელს მათი ოცნება ახდა და დღესდღეობით კომპანიის სათაო ოფისი კანშია, მარტინის სამშობლოში. ის ერთდროულად არის მეუღლის შთაგონება და დიზაინერი: მისი კალმით ნამდვილი ხელოვნების ნამუშები იქმნება.

Mon parfum pearl -კიდევ ერთი ახალი, დახვეწილი არომატი M.Micallef-ის პარფიუმერული სახლისგან. ესაა გაგრძელება დიდებული კოლექციი Mon parfum, რომელიც თავდაპირველად ჯეფრიმ მხოლოდ საყვარელი ქალისთვის შექმნა. დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა მარტინა საოცრად ქალურ, მიმზიდველ „უსახელო“ არომატს, რაც გარშემომყოფების განცვიფრებას და ინტერეს სიწვევდა, ხოლო კითხვაზე თუ რომელ პარფიუმს მოიხმარდა პასუხი მხოლოდ ერთი იყო  – ეს არის ჩემი პარფუმი (Mon parfum).

 

სწორედ ამ კოლექციას მიეკუთვნება ახალი მარგალიტით დახვეწილი და ნაზი Mon parfum pearl, მსოფლიოს ის 2018 წელს წარუდგა და უკვე მოასწრო ქალბატონების გულის მოგება. არომატი ყვავილოვან არომატების ჯგუფს განეუთვნება. ლამაზი ყვავილების თაიგული : ვარდი , პიონი, ჰელიოტროპი ,რბილი პუდროვანი სურნელით მუსკუსის ფონზე, მსუბუქი ვანილის ნოტებით.

Secrets of Love – Spiritual კიდევ ერთი სიახლე  M. Micallef  პარფიუმის სახლისგან, ის Secrets of Love  (სიყვარულის საიდუმლო) კოლექციას 2018 წელს შეუერთდა. არომატი განკუთვნილია როგორც ქალბატონებისთვის ასევე მამაკაცებისთვი, მისი მოტკბო ხისებრი ნოტები ყველაზე სიღრმისეულ გრძნობებს აღვიძებს მგრძნობიარე სულიერ სამყაროს სათუთად ეხება შთაგონება სულიერი სიმშვიდის.

მსუბუქი არომატი, კანზე ცვალებადი სინაზით და სიგრილით -ეს ინტიმური, უწყვეტი და მშვიდი არომატია. არომატი გურმანულ ხისებრ არომატების ჯგუფს განეკუთვნება: ბერგამოტი, წითელი წიწაკა, ჟასმინი, თეთრი კედრა, ამბრა, საკმეველი და ვანილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „L’Arome Boutique • არომე ბუტიკი“ ავრცელებს.

 

ცნობისთვის, „L’Arome Boutique • არომე ბუტიკი“ წარმოადგენს სელექტიური პარფიუმის, ნიშური სუნამოების ბუტიკების ქსელს, სადაც თავმოყრილია საუკეთესო პარფიუმერების მიერ შექმნილი სუნამოები. აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შეძლებს სასურველი არომატის პოვნას. გამორჩეული და საუკეთესო სუნამოები თანაბრად ხიბლავს და ამშვენებს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს.

კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართველი და საქართველოში სტუმრად მყოფი მომხმარებლისთვის, მსოფლიოს ბუტიკებში წარმოდგენილი საუკეთესო ბრენდების შეთავაზება. კომპანია ორიენტირებულია როგორც მაღალ ხარისხზე, ასევე ევროპული ბაზრებისთვის მიღებულ ფასებზე.

„ჩვენს ქსელში არსებულ პროდუქციას აქვს ზუსტად იგივი საფასო პოლიტიკა, რაც თვითონ წარმოდგენილ ბრენდს ევროპელი მომხმარებლისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენს მომხარებელს შეუძლია ზედმეტი დანახარჯების გარეშე, საქართველოდან გაუსვლელად ევროპის საუკეთესო ბუტიკებში წარმოდგენილი სუნამოების შეძენა“, – განმარტავენ „L’Arome Boutique • არომე ბუტიკში“.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები