ოკუპანტის მოულოდნელი “სიყვარული” საქართველოს მიმართ და პუტინის მოჩვენებითი სიკეთე – სანქციების დაწესებაზე რუსეთის პრეზიდენტის უარს ოპოზიცია ეხმაურება. ისინი ამბობენ, რომ მკითხაობას ვერ დაიწყებენ, პუტინმა რა ჩაიფიქრა, მაგრამ სიტუაციიდან გამოსავალს ტურიზმის განვითარებაში ხედავენ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა “ფორტუნას” “დღის თემაში” განაცხადა, რომ თუ გვინდა, სანქციებმა აზრი დაკარგოს, ფსონი მხოლოდ რუსულ ბაზარზე არ უნდა დავდოთ.

“სიმართლე რომ გითხრათ, რა დგას პუტინის სიტყვების უკან, ამაზე მკითხაობას ვერ დავიწყებ, მაგრამ ერთი რამ ვიცი – რუსი ტურისტები უნდა ჩამოდიოდნენ კიდეც, ვაჭრობაც უნდა იყოს რუსეთთან, მაგრამ არ შეიძლება ამაზე დავდოთ ფსონი და ვთქვათ, რომ ეს გადაგვარჩენს. ჩვენ არ ვიყენებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. არ შეიძლება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უფრო მეტ სიმძლავრეზე არ იყოს გასული. ჩვენ ასე მივიღებთ მილიონ გერმანელ ტურისტს, ჩვენ ეს გვჭირდება, მით უმეტეს ისინი უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე – რუსები. ეს ის აეროპორტია, სხვათა შორის, “ოცნებამ” რომ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა. მთავრობამ გაგვხადა რუსეთზე დამოკიდებულება. ტურიზმის რეკლამაში ფული რუსეთში კი არა, მაგ. პოლონეთში უნდა იხარჯებოდეს“, – აცხადებს კანდელაკი.

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები