LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი რამ, გასული საუკუნის 40-იან წლებში ნაცისტებს არ უკადრებიათ“ – კობახიძის თქმით, „აგენტების“ პროექტს „ოცნების“ რამდენიმე წევრმა მხარი „ფაშისტური კამპანიის“ გამო არ დაუჭირა

159
ირაკლი კობახიძე

„საკუთარ თავზე ფაშისტურ წნეხს რამენაირად ყველა გავუძლებთ, მაგრამ როდესაც ეს ეხება შენს მცირეწლოვან შვილს, არ არის ადვილი ასეთი წნეხის გაძლება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპოექტის მხარდამჭერ თანაგუნდელებზე ისაუბრა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენიმე დეპუტატის მიერ მმართველი პარტიის შესაძლო დატოვებას ეხებოდა და თქვა, რომ თუ რაიმე გადაადგილება იქნება, ეს გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა.

„თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდის ფარგლებში, ამაზე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. რამდენიმე დეპუტატმა, ჩვენმა კოლეგებმა, მეგობრებმა, ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი – ეს იყო ფაშისტური კამპანია, რომელიც დეპუტატების მიმართ წარმოებდა. ბევრი დეპუტატი იყო, რომელმაც ბოლო მომენტში, გუნდურობიდან გამომდინარე, მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, იმდენად მძიმე იყო წნეხი.

„კეზერაშვილი არის სეკრეტ სანტა, ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი გვაჩუქა“ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძეს ძნელად წარმოუდგენია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლოს, თუნდაც 30%-იანი ნდობის შენარჩუნება, გამომდინარე იმ რეპუტაციიდან, რომელიც კეზერაშვილს, მერაბიშვილსა და ხაბეიშვილს აქვთ.

საკუთარ თავზე ფაშისტურ წნეხს რამენაირად ყველა გავუძლებთ, მაგრამ როდესაც ეს ეხება შენს მცირეწლოვან შვილს, არ არის ადვილი ასეთი წნეხის გაძლება.

წარმოიდგინეთ, არის 8 წლის ბავშვი, სკოლის მოსწავლე და მისი პედაგოგი წერს „ფეისბუკზე“ იმის შესახებ, რომ ამ ბავშვის მშობელი არის მოღალატე.

წარმოიდგინეთ ფაშიზმის ხარისხი. ასეთი რამ გერმანიაში არ უკადრებიათ ნაცისტებს გასული საუკუნის 40-იან წლებში. ფაშიზმის ხარისხი იყო უმაღლესი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე: „ფრანკლინის კლუბისა” და „გირჩის” წარმომადგენლები, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში

პოპულალურები