საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ქართველ კოლეგას გულთბილი დახვედრისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ შტატების მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, კვლავ უცვლელი რჩება.
ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა:
“მადლობას ვუხდი მინისტრ ბურჭულაძეს ასეთი თბილი მიღებისთვის თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს.
ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია”, – წერს ლოიდ ოსტინი “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლოიდ ოსტინს უწყებაში მასპინძლობს.
ვიზიტის ფარგლებში, ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
Thank you to Minister Burchuladze for extending such a warm welcome on my first visit to Georgia as Secretary of Defense. The United States values Georgia as a strategic partner, and our support for Georgia’s sovereignty and territorial integrity is unwavering. pic.twitter.com/Z2yu8RuNRR
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) October 18, 2021