“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო ღრმად შეშფოთებულია” – ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი “ტვიტერზე” წერს.
როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, მოსამართლეთა დანიშვნა ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.
„ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის“, – წერს ბლინკენი.