LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-ს განცხადება კიდევ ერთი გაფრთხილებაა, საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება.. იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე“ – რომან გოცირიძე

131
რომან გოცირიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმაურება.

მისი განცხადებით, „აშშ-ის განცხადება კიდევ ერთი გაფრთხილებაა და საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება“.

გოცირიძის თქმით, საქართველოს აეროპორტების სანქცირება, რაც გამორიცხული არ არის, ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

„სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება“ – თეონა აქუბარდია

„საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემთხვევითი ფაქტი არ არის და ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება ეს ერთი საკითხია. იგივეა საქართველოში ლავროვის შვილის ჩამოსვლა, რადგან თავი არხეინად იგრძნეს და ჩათვალეს, რომ საქართველო მთლიანად მათი გავლენის ქვეშ არის მოქცეული. იგივეა ბორანის გახსნა ნოვოროსიისკში და ასე შემდეგ.

ეს არის საკითხების მთელი კომპლექსი, რომელიც იწვევს უდიდეს შეშფოთებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებში. საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთისაკენ მიექანება. ეს მთავრობა ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს – ერთ-ერთი ასეთი ჩვენი აეროპორტების ბლოკირება შეიძლება იყოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე: რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის – საზღვაო მიმოსვლის შესახებ ინფორმაცია „ფეიკია“

თალაკვაძე: „მინდა პარტნიორები დავარწმუნო, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.. რუსეთმა ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო“

პოპულალურები