LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარე: რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის – საზღვაო მიმოსვლის შესახებ ინფორმაცია „ფეიკია“

126
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის. აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის კონტექსტში გააკეთა და თქვა, რომ საუბარია რუსეთის მხრიდან ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა,  საზღვაო მიმოსვლის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე ინფორმაცია „ფეიკია“.

თალაკვაძე: „მინდა პარტნიორები დავარწმუნო, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.. რუსეთმა ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო“

„ეს იყო ჩვეულებრივი „ფეიკი“, რომელიც ასევე, „დროამ“ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით. ეს ჩვეულებრივი „ფეიკია“, არანაირ საზღვაო მიმოსვლაზე საუბარი არაა.

სარჯველაძე ხოშტარიაზე: ატყუებს საზოგადოებას, თითქოსდა ადგილი აქვს სანქციებისთვის გვერდის ავლას - მიზანი სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობაა

როგორც მმართველი გუნდის დეპუტატმა აღნიშნა, „დროას“ ლიდერის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაცის მცდელობაა.

საუბარია, რომ ეს იყო კომერციული ტვირთის მიმოსვლა გემით, რომელიც სრულად ეკუთვნოდა სომხეთს. საქართველო, როგორც საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყანამ, რომელსაც ზღვაზე აქვს გასასვლელი, ვალდებულია სრული თავისუფალი წვდომა მისცეს ზღვაზე იმ ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს.

სომხეთი იცით, რომ ხმელეთით ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, საერთაშორისო კონვენციით ჩვენი ვალდებულებაა, თავი რომ დავანებოთ ჩვენ ორმხრივ ვალდებულებებს სომხეთთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანას თავისუფალი წვდომა ჰქონდეს შავ ზღვაზე.

სომხური მედიის ცნობით, ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის აპრილიდან საზღვაო გადაზიდვები დაიწყო

ეს იყო გადაზიდვა, რომელიც სრულად ტრანზიტული იყო – არც გემი იყო სანქციების ქვეშ, არც რუსული დროშის ქვეშ და არც ტვირთი იყო სანქცირებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, დასმულ კითხვაზე, როგორ იცავდა პოლიცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახს და არის თუ არა მტკიცებულება, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის, არაფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პაპუაშვილმა ასე უპასუხა:

„არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი არ ამბობს, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლით რომელიმე სანქციას ვარღვევთ, მოტივაციაზე ისაუბრონ“ – პაპუაშვილი აშშ-ის სახდეპის განცხადებას პასუხობს

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაცვის კუთხით, საქართველო სრულად კეთილსინდისიერია.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. ხან მედიის, ხან ოპოზიციური პოლიტიკოსების, ხან არასამთავრობოების მხრიდან მოვისმინეთ ასეთი შეფასება, რომ ქართული პოლიცია რუს მოქალაქეებს ქართველებისგან იცავდა და ეს ნეგატიურ კონტექსტში იყო წარმოჩენილი. სწორედ, ეს არის ქსენოფობიის წახალისება.

რაც იქ, იმ სასტუმროსთან ხდებოდა – ვნახეთ, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ აგრესიული ჯგუფი, რომელიც იქ მივარდნილი იყო ექსცესის მოსაწყობად. პოლიციის დაცვა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა. თუკი, ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულებაა ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ან არდაცვა, ეს ადამიანი ქსენოფობია.

პოლიციის ამოცანაა, ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, უსაფრთხოება დაიცვას. პირდაპირ ეთერში ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიულ ჯგუფს, რომელიც იქ აურზაურის მოსაწყობად მივიდა.

„სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება“ – თეონა აქუბარდია

არავინ იცის, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ვინ დაზიანდებოდა და ვის რა მოუვიდოდა, ამიტომ პოლიცია ვალდებული იყო, არ დაეშვა ის, რომ სხვა ადამიანებს საფრთხე შეჰქმნოდა. ყველა ადამიანი ღირებულია, ადამიანი ეთნიკური ნიშნებით არ განსხვავდება, ეს შეფასებები მიკვირს, ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ, რომ ეთნიკური ნიშნით დაადგინო, ვინ დაიცვა და ვინ – არა“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის სახდეპი: შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენით – შესაძლოა, კომპანიები საქართველოს აეროპორტში სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები