LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხური მედიის ცნობით, ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის აპრილიდან საზღვაო გადაზიდვები დაიწყო

136
arm

სომხური მედიის ცნობით, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გზით ტვირთების გადაზიდვა აპრილიდან დაიწყო. როგორც ArmenPress იუწყება, არის შემთხვევები, როდესაც სომხეთიდან რუსეთში ლარსის გავლით ტვირთების ტრანსპორტირება ფერხდება და სატვირთო მანქანები ტრანზიტის დროს გზებზე, შესაძლოა, კვირების განმავლობაში იყვნენ გაჩერებული, რაც სომეხ მწარმოებლებს ფინანსურად და ვადების კუთხით აზარალებს.

გამოცემის ცნობით, პასუხისმგებლიანი ორგანიზაციები დიდი ხანია ამ გზის ალტერნატიული მარშრუტის – საზღვაო გზის ორგანიზებას განიხილავდნენ, ამ პროცესის ორგანიზებისთვის კი სომხეთის ხელისუფლებამ ოპერატორად კომპანია „სი ენდ ემ ინტერნეიშენალი“ დანიშნა. კომპანია აპრილიდან ნოვოროსიისკი-ბათუმი, ბათუმი-ნოვოროსიისკის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვებს საზღვაო გზით ახორციელებს. ტვირთების ტრანსპორტირება სახელმწიფოს სუბსიდირებით ხდება.

„დღეისთვის ჩვენს გემს 350 კონტეინერი ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია. 18 აპრილს ჩვენ წარმატებით შევასრულეთ პირველი გადაზიდვა. იგეგმება ერთი რეგულარული რეისის დანიშვნა, მოთხოვნის შესაბამისად კი ჩვენ გადაზიდვების რაოდენობა შესაძლოა, 2-3-მდე გაიზარდოს. ახლა მთავარია რეგულარული სტაბილური გადაზიდვების განხორციელება“, – აღნიშნა „სი ენდ ემ ინტერნეიშენალის“ დირექტორმა დავით ელოიანმა გამოცემასთან საუბრისას.

 

magti 5g