LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას – ხატია დეკანოიძე

191
223

ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა. მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა, მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მაძლევს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის პროცესი მშვიდობიანად უნდა დავძლიოთ.

„ჩვენ თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლებისმოყვარე სრულიად ქართველ ხალხს, მოგესალმებით და მიხარია, რომ აქ ხართ. მიხარია, რომ ერთად ვართ. არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არააა ერთი ადამიანის გამარჯვება. ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა. ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ.

სანამ გონს არ მოეგებიან, კიდევ ბევრი ასეთი მარში და აქცია გვექნება - სერგი კაპანაძე

"ხელისუფება, რომელმაც ლეგიტიმურობა დაკარგა, არჩევნები გააყალბა და ახლა ასე იქცევა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს".

ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გვაქვს მიზანი და მოტივაცია, მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის პოლიტიზაციის პროცესები. ჩვენ უნდა გვქონდეს უკეთესი საქართველო, უნდა გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოო თავისუფლებას. 

დიდ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც მშვიდობიან პროტესტს გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე, ქვეყნის სასიკეთოდ. ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას. არ ეშინოდა არაფრის“. – განაცხადა  ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.  საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებამდე ოპოზიციონერმა ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა „მსვლელობა თავისუფლებისთვის” გამართეს, რითაც ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. საკეკლუცოდ წავლენ დეპუტატები? იქაც დავხვდებით: უგულავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g