LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

1930
D-1jrVuXkAIt4Zz

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ძლიერმა ბიძგებმა საბერძნეთის დედაქალაქი ათენი ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის გარეშე დატოვა, რის გამოც ინფორმაცია რთულად ვრცელდება. სამაშველო სამსახურები ცდილობენ სახლებიდან და ოფისებიდან მოსახლეობა უსაფრთხოდ გაიყვანონ. ჯერჯერობით დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამ დროისთვის ოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

“ტვიტერზე” წერენ, რომ ბიძგები ძალიან ძლიერად იგრძნობოდა.

ეს ვიდეო ერ-ერთი პირველია იმ კადრებიდან, რაც ათენიდან ვრცელდება. ქალაქი ძლიერი რყევის შემდეგ, მშვიდად გამოიყურება.

ვითარება აეროპორტში მიწისძვრის შემდეგ:

ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა 1999 წლის შემდეგ, საბერძნეთის დედაქალაქში პირველად დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები