LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Atlasglobal ფრენებს წყვეტს – თურქული ავიაკომპანია გაკოტრდა

152
shutterstock-1636570927

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა თურქულმა ავიაკომპანია AtlasGlobal-მა, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ ქართულ საავიაციო ბაზარზეც ოპერირებდა, ფრენები შეწყვიტა. მიზეზი ფინანსური პრობლემებია, კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტოები ავრცელებენ. მათი ცნობით, Atlasglobal-მა უკვე მორედ შეწყვიტა რეისების შესრულება ბოლო რამდენიმე თვეში. კომპანიამ პირველად ფრენები 26 ნოემბერს შეაჩერა.

ცნობისთვის, AtlasGlobal მსოფლიო საავიაციო ბაზარაზე 2001 წლიდან გამოჩნდა. ის ევროპის, აზიის და თურქეთის ტერიტორიაზე ასრულებდა როგორც რეგულარულ, ასევე ჩარტერულ ავიარეისებს. AtlasGlobal ბაზირებული იყო სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში, ხოლო ახალი აეროპორტის გახსნის შემდეგ – აეროპორტ „სტამბოლში”.

Atlasglobal საქართველოში ფრენების ყოველდღიურად განხორციელდებას აპირებს

Atlasglobal თბილისიდან სტამბოლის გავლით ტრანზიტულ რეისებსაც ასრულებს

შეგახსენებთ, AtlasGlobal წლების წინ ჩვენთანაც ოპერირებდა, საქართველოს მიმართულებით ფრენები მან 2018 წლის 26 აპრილიდან შეწყვიტა. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, ის ჩვენს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 16 ივლისს ისევ დაბრუნდა, თუმცა, მალევე ფრენები კვლავ შეწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები