LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Atlasglobal საქართველოში ფრენების ყოველდღიურად განხორციელდებას აპირებს

129
AtlasGlobal-3-984x554

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორ გიორგი ჩოგოვაძესა და Atlasglobal-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც იცით, 16 ივლისს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, თურქული ავიაკომპანია Atlasglobal-ი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნდა. ავიაკომპანია თბილისი-სტამბული-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან ფრენების ყოველდღიურად განხორციელებას გეგმავს. Atlasglobal-ი თბილისიდან სტამბოლის გავლით ტრანზიტულ რეისებს ასევე, ლონდონის, დიუსელდორფის, ამსტერდამის, პარიზისა და ბელგრადისა მიმართულებით ასრულებს.

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე Atlasglobal-ის გაყიდვების ოფიციალური წარმომადგენელი APG Georgia-ა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები