LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია გურჯაანში – დისტრიბუციის მანქანა ეკლესიის კედელს შეეჯახა

71
BeFunky-collage (1)

ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში – დისტრიბუციის მანქანა ეკლესიის კედელს შეეჯახა და ამობრუნდა.

ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, შემთხვევის დროს მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

 

 

ფოტო მთავარ სლაიდზე: “რუსთავი 2”
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები