LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია იგოეთთან – დაშავებულია 8 ადამიანი

370
ავარია

სოფელ იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსის და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ისინი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და კასპის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყველაზე მძიმეა სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიკროავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ავტობანზე ავარია მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები