LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთის მთავრობას „თალიბანის“ პოლიტიკური ლიდერი – ბარადარი უხელმძღვანელებს

108

ავღანეთის ახალ მთავრობას „თალიბანის“ თანადამაარსებელი და პოლიტიკური ხელმძღვანელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებს – ამის შესახებ Reuters იუწყება და წერს, რომ მკაცრი ისლამისტური ჯგუფის რიგებში ბარადარის შედარებით ზომიერი შეხედულებებით იცნობენ.

როგორც სააგენტო სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, მთავრობაში წამყვან პოზიციებს დაიკავებენ მოლა მოჰამად იაყუბი, რომელიც „თალიბანის“ აწ გარდაცვლილი დამაარსებლის და სულიერი ლიდერის, მოლა მოჰამად ომარის შვილია, და დოჰაში თალიბანის ოფისის წევრი, შერ მოჰამად აბას სტანეკზაი.

„თალიბანის“პრესმდივანმა სააგენტო ფრანს პრესს უთხრა, რომ ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობა სულ მცირე 4 სექტემბრამდე არ გამოცხადდება.

ფოტო: Reuters
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g