LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აწარმოე პირბადე – ეკონომიკის სამინისტრო კომპანიებს იწვევს

527
g

ეკონომიკის სამინისტრო კომპანიების მოუწოდებს პირბადეების წარმოება დაიწყონ.

„კორონავირუსის (COV-19) პანდემიის გამო მსოფლიოში შეიქმნა პირბადეების დეფიციტი. აღნიშნულმა მოცემულობამ ნათლად დაგვანახა ამ და სხვა სანიტარულ – ჰიგიენური დანიშნულების პროდუქციის საქართველოში წარმოების აუცილებლობა.

სწორედ ამიტომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო პირბადეების და სხვა ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელთა მეშვეობითაც მაქსიმალურად დიდხანს შეიძლებოდა ეპიდემიის პრევენცია საქართველოში.

დღეის მდგომარეობით კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული პირბადეების წარმოებაში, თუმცა საჭიროა წარმოების მოცულობის გაზრდა, რაც კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად მიიღწევა.

https://bit.ly/2UMzEVJ – ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ქართული საწარმოები, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო პირბადეების წარმოებით არიან დაკავებული. აღნიშნული პროდუქციის წარმოებით დაინტერესებულ კომპანიებს, შეუძლიათ შეავსონ განაცხადი.

ქართული სამედიცინო პირბადე დამზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ CDC-ს და WHO—ს რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები