LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანელები, ქართველები, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან… ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში: ვახტანგ გომელაური

65
ვახტანგ-გომელაური-4

დმანისში განვითარებულ მოვლენებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეხმიანება. მისი განცხადებით, ისინი ვინც დაპირისპირებაში იყვნენ ჩართულნი და კანონი დაარღვიეს, კანონის „სრული სიმკაცრით“ დაისჯებიან.

მისივე თქმით, დმანისში სიტუაციის გამწვავება სწრაფად მოხდა, როს გამოც იქ მყოფი საპოლიციო ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა. შსს მინისტრი ინციდენტის დროს ადამიანების დაკავებას არ ადასტურებს.

„ესაა ძალიან ცუდი ფაქტი, იქედან გამომდინარე, რატომაც ცდილობენ ძალები და ჯგუფები… ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემაა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, აზერბაიჯანელები, ქართველები, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან. ამას არ დავუშვებთ. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.

გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია. მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი. ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და დამატებითი ძალები შევიყვანეთ დმანისში. აქედან გამომდინარე, განიმუხტა“, – თქვა გომელაურმა.

დმანისში დაძაბული ვითარებაა – დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხელკეტებით უსწორდებიან

შსს დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს კანონის დაცვისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

“ლუდი უნდოდათ „ნისიად“, ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი” – დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

magti 5g