ამ წუთებში დმანისში, დაძაბული ვითარებაა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხელკეტებით უსწორდებიან.
ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
დაპირისპირებული მხარეები აგრესიულად არიან განწყობილი ჟურნალისტების მიმართაც.
თანასოფლელებს შორის ურთიერთობა გუშინ დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთ მაღაზიასთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.