LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს კანონის დაცვისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

77
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

დმანისში დაძაბული ვითარებაა – დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხელკეტებით უსწორდებიან

დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ლუდი უნდოდათ „ნისიად“, ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი” – დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები