LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს და „აბსურდულს“ უწოდებს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას

88
Renewed-fighting-erupts-between-Armenia-Azerbaijan

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ლაშინის, დაშქესანისა და ქელბაჯარის რაიონებში პროვოკაციაში ადანაშაულებს და კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრის შესახებ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ „აბსურდული“ უწოდა სომხური მედიით და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის არმია სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა.

სომხეთმა აზერბაიჯანის “აგრესიის” გამო რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 13 სექტემბერს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ „რეგიონში ერთადერთი აგრესორი და ოკუპანტი სომხეთის რესპუბლიკაა“, რომელსაც „აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ ზონაში ისევ ჰყავს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და ტექნიკა“.

„აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ ზონაში ჯერ კიდევ იმყოფება სომხეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და ტექნიკა. სომხეთის ფართომასშტაბიან პროვოკაციაზე საპასუხოდ, აზერბაიჯანის არმია ლოკალურ კონტრზომებს ახორციელებს და საცეცხლე წერტილების განეიტრალებას ახდენს“, – აღნიშნავენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

mazda magti 5g