LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთმა აზერბაიჯანის “აგრესიის” გამო რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

222
32318

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის გამო, სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

კერძოდ, როგორც სომხურ მედიას სომხეთის მთავრობაში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ აგრესიასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართონ რუსეთის ფედერაციას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი შეთანხმების დებულებების ასამოქმედებლად, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და გაერო-ს“.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციული, აგრესიული ქმედებების შესახებ”.

ფაშინიანმა საუბრისას აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.

ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო.

13 სექტემბრის 05:00 საათის მდგომარეობით, შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდებოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლია ორივე მხარეს, თუმცა დადასტურებული ცნობები ამაზე ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ერევანი და ბაქო შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გვიან ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს შორის არსებული რაიონები და გზები, ამ აქტების აღსაკვეთად აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს კი, მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g