LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გაყოლებაზე ბრძოლები დაიწყო

176
სომხეთიაზერბაიჯანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთელი საზღვრის გაყოლებაზე ბრძოლები დაიწყო. აზერბაიჯანი საზღვარზე სომხურ პოზიციებს ინტენსიურად ბომბავს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ასევე, გამოიყენეს უპილოტო დრონები.

სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანი სომხეთის ქალაქების, კერძოდ ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის მიმდებარე ტერიტორიებზე დარტყმებს ახორციელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკასანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბიან პროვოკაციას აზერბაიჯანის სამხედრო ძალები შესაბამისად პასუხობს. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

ბრძოლების დაწყების შესახებ ინფორმაცია და ვიდეოები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები