თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება.
საუბარია თემურ ჭანუყვაძეზე, რომელიც 23 წლის პროგრამისტის შეყვარებული იყო.
ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. ფაქტს ადასტურებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც. თეონა თამაზაშვილის თქმით, არსებობს ფოტოალბომი, სადაც თემურის და თამარის ერთობლივი ფოტოებია შენახული. როგორც პროგრამისტის დედა აღნიშნავს, აღნიშნული ფოტოალბომი პროკურატურას აქვს ამოღებული.
“თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში, უაღრესად კარგი პიროვნებაა, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ მაგრამ თამუნამ კარიერა აირჩია. არსებობს ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებულ ფოტოებიც არის, ბაჩანასა და სამსახურის უფროსისგან განსხვავებით, ვისაც ტყუილად აბრალებენ, რომ თამუნას მოსწონდა. წავიკითხე ბატონი თემურის ჩვენება და ის ნამდვილად ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას თავის ჩვენებაში,”-ამბობს თეონა თამაზაშვილი.
როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებამ თემურ ჭანუყვაძე უკვე გამოკითხა.