LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე, გენინსპექციაში პროკურორის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენაზე გამოძიება დაიწყო

110
BeFunky-collage (67)

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესახებ, კერძოდ, დაღუპულის დედის თეონა თამაზაშვილის დღევანდელ ნათქვამთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის მიერ თეონა თამაზაშვილის მიმართ დასმულ კითხვებს, რომლებიც ოჯახის ადვოკატის დაქირავების მოტივებსა და მის ჰონორარს შეეხებოდა. ოფიციალური განცხადება პროკურატურამ გაავრცელა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღიშნული, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ მედიასაშუალებებით გაკეთდა განცხადება, რომელიც პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს ეხება.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

“ჯერ შსს-ში გავარკვევ და მერე ისევ შოთაძესთან წავალ” – ბაჩალიაშვილის დედა გომელაურის განცხადებას ეხმაურება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები